.
ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდის კუნძულზე, მსუბუქი თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავი ხის კენწეროს და ელექტროგადამცემ ხაზს გამოედო, რის შემდეგ გზაჯვარედინზე ჩამოვარდა. დაცემის შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა.
ავარიის შედეგად პილოტი და მგზავრი მძიმედ დაშავდნენ.
უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ძრავის პრობლემა გახდა.
NBC