ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდის შტაბის უფროსი, ალი შადმანი ლიკვიდირებულია” – ირანის თავდაცვის ძალები

ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდის შტაბის უფროსი, ალი შადმანი ლიკვიდირებულია, –  ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

“მეორედ ხუთი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, რეჟიმის უმაღლესი სამხედრო მეთაური გაანადგურა. ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, თეირანის ცენტრში, ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად, მოკლულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი და ხამენეის უახლოესი სამხედრო მრჩეველი, ალი შადმანი“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

იტვირთბა....