ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვლი პროკურატურას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ობშორულ წილებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ აღძვრას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის ლიდერი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
“მოვუწოდებ საქართველოს გენერალურ პროკურატურას აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარაციაში ქონების გადამალვის და ფულის გათეთრების ფაქტებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით იძულებულნი უახლოეს ხანში მივმართოთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს.“ – აცხადებს ნათელაშვილი.