ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში რუსეთის პრეზიდენტის შუამავლის როლისთვის

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში რუსეთის პრეზიდენტის შუამავლის როლისთვის – აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა “ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“ის მზად არის ამისთვის, ამასთან დაკავშირებით მან დამირეკა. ჩვენ დიდხნიანი საუბარი გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე არ გამორიცხა აშშ-ის შესაძლო ჩარევა ისრაელ-ირანის კონფლიქტში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში და რა ფორმატში შეიძლება მოხდეს ეს. „აშშ ამჟამად არ არის ჩართული, თუმცა შესაძლებელია, ჩაერთოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....