ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

“ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვების – მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ ბათ-იამში, სადაც ის ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილს ეწვია.

მან აღნიშნა, რომ ახლა ისრაელი ეგზისტენციალურ ბრძოლაში იმყოფება.

იტვირთბა....