ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობით, იერიშის შედეგად ნობანიადის რაიონში მდებარე ირანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შენობა დაზიანდა.
ცალკე თავდასხმის დროს დაზიანდა თავდაცვის სამინისტროს ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის შენობა.

