ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„სამყარო, რომელშიც მსოფლიო ტერორიზმის მთავარ ექსპორტიორს არ აქვს სამხედრო ბირთვული შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხოა ყველასთვის” – ისრაელის ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„თეირანის რეჟიმი არც სიტყვებით და არც მოქმედებით არ მალავს თავის მიზანს – ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოსა და თავისუფალი სამყაროს სხვა ქვეყნებს.

სამყარო, რომელშიც მსოფლიო ტერორიზმის მთავარ ექსპორტიორს არ აქვს სამხედრო ბირთვული შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხოა ყველასთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაცვას“, – წერს მეიცადი.

იტვირთბა....