პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.
ეს განცხადება მან პოლონეთის პარლამენტში იმიგრაციაზე საუბრისას გააკეთა, რის შემდეგაც, დონალდ ტუსკის მთავრობამ პარლამენტში ნდობის საკითხზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა მოიგო.
“ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. […] დიახ, ეს ჩემი მიზანიც არის – კარგად ვიცი, რომ ქართველების დაახლოებით მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რა არის პრობლემა”, – თქვა მან.

