ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაგებში სამგორის რაიონის ყოფილი მოადგილე დაჭრეს

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაჭრეს.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა შაბათს საღამოს მოხდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის გაზრახ, მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაჭრაში ბრალდებული ორი პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

იტვირთბა....