ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, ე.ი. სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას?” – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გახსნას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს. მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია, თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით, ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას?
ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ.
მეორე, რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია ( მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელისჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფას დაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს ამიტომ)
ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა რომ ყველაცერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს…” – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....