ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნარკოდანაშაულისთვის შს მინისტრის მოადგილის ცოლის ძმა დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმა დააკავეს. “მეტრონომს” შსს-ში მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით  დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. რაც შეეხება ნათესაურ კავშირს, უწყება კომენტარს არ კაეთებს.

”ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ის, რომ დაკავებულია ლაშა შ, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს”. – განაცხადეს შსს-ში.

იტვირთბა....