ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვის აცხადებს, რომ რომ მიმდინარე წლის აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარება გეგმავს რუსეთთან შეერთების საკითხზე. ამის შესახებ თიბილოვი რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში საუბრობს.
“ამჟამად თარიღის დაზუსტებაზე ვმუშაობთ, თუმცა რეფერენდუმი აგვისტომდე გაიმართება”. -ამბობს თიბილოვი.
თვითაღიარებული პრეზიდენტის თქმით, რეფერენდუმის შედეგად ე.წ. კონსტიტუციაში შევა ცვლილება რომელიც საშუალებას მისცემს ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტს თხოვნით მიმართოს რუსეთის ხელმძღვანელობას ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიიღოს წევრად თავის შემადგენლობაში.
თიბილოვის აცხადებს, რომ მარტის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან გარკვეული სახის ინსტრუქციები მიიღო. ე.წ სამხრეთ ოსეთის ლიდერი აცხადებს, რომ პუტინი ე.წ სამხრეთ ოსეთს დახმარებასაც დაჰპირდა.