საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვისას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილების საკითხის შესახებ გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, „ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებზე წავა, პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს.“
„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას ე.წ. არჩევნებში მონაწილეობით. არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინა საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? არ გეყოთ, რაც ნახეთ? კიდევ რანაირად შეიძლება ერთი და იმავე წყალში შესვლის მცდელობა. ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს.
ყველა, ვინც ამ პირობებში არჩევნებზე წავა, პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

