ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში გამოსაძიებელია” – ლილუაშვილი ბოკუჩავას განცხადებაზე

გახარია-საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი თინა ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლილუაშვილი ამაბობს, რომ ეს საქმე სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში გამოსაძიებელია.

“ძალიან სერიოზული განცხადებაა, რაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მოცემულობას აღწერს. რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოძიების იმედი არავის ჰქონდეს, მაგრამ ეს სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში გამოსაძიებელია”. – თქვა ლილუაშვილმა.

შეგახსსენებთ, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ საბოდიშო ვიდეოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდეოს ჩაწერამდე მის მეუღლეს საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და შემდეგ გაიტაცეს.

8 ივნისს, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, 7 წლის წინ მის პერსონალურ ცხოვრებაზე გაკეთებული კომენტარის გამო, რომელზეც საჯარო ბოდიში ადრევე მოხდილი ჰქონდა.

იტვირთბა....