„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 2026 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები უკრაინა და მოლდოვა ერთიანი როუმინგ სისტემით ისარგებლებენ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეების ევროზონაში ყოფნის დროს სატელეფონო ხარჯებს შეამცირებს.
„პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა – უკრაინასა და მოლდოვაზე“, – წერს იოზვიაკი.
უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს საქართველოსაც, თუმცა მათგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ გახსნილა.