საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკის განცხადებით, NDI -ის კვლევებს უნდობლობის შლეიფი მოჰყვება. ამის შესახებ კომენტარი დეპუტატმა ჟურნალისტებთან გააკეთა:
”NDI -ის მოყვება შლეიფი უნდობლობის. რაც შეეხება სოციალურ თემებს, ნებისმიერი გამოკითხვის გარეშე შემიძლია პირველი ხუთეული დაგისახელოთ, რომელიც ჩამოყალიბებულია და გაუუარესდა პირობები ყველას, დაწყებული სიღარიბის დონეზე მყოფი ადამიანებით, დამთავრებული შეძლებულ ადამიანებამდე, ვინც ბიზნეს აკეთებს და ექსპორტზე და იმპორტზეა დამოკიდებული. საკმაოდ გართულდა მდგომარეობა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ურთულესი ვითარება შეიქმნა. დასაქმების ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი – რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე ვითარებამ შექმნა ასეთი რთული სოციალური ფონი, მათ შორის საქართველოში.
საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამშვიდეს საზოგადოებას იმით, რომ იგივე მდგომარეობა და უფრო რთული ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომელსაც მეტი რესურსი აქვს – მაგალითად უკრაინაში, რუსეთში, თურქეთშიც მძიმე ვითარებაა. მე ვფიქრობ, რომ ტენდენციები მაინც პოზიტიურია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
NDI-ის კვლევები დღეს გამოქვეყნდა. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობა, საფრთხედ-რუსეთი, ხოლო უსაფრთხოების გარანტიად-NATO დაასახელა.