ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსეთი ამაყობს მოკვლის უნარით და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ერთადერთი რამ, რისი კეთებაც ამ სახელმწიფომ ნამდვილად ისწავლა” – ზელენსკი

რუსეთის მხრიდან უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმას ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი ამაყობს მოკვლის უნარის და ეს არის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც რუსეთმა ისწავლა.

ზელენსკის თქმით, რუსები შეპყრობილი არიან ომით, სიძულვილითა და სხვა ერების ცხოვრების განადგურების სურვილით.

დღევანდელი დარტყმა აშკარად დემონსტრაციული იყო. მას არანაირი სამხედრო ლოგიკა არ ჰქონდა. ყოველივე ამას, ყოველ ასეთ დარტყმას, აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს ე.წ. ომის ძირითად მიზეზებთან, რომლებზეც მოსკოვი ლაპარაკობს. საქმე ისაა, რომ ისინი შეპყრობილი არიან ომით, სიძულვილითა და სხვა ერების ცხოვრების განადგურების სურვილით. ასეთების დამარცხება მხოლოდ ძალით შეიძლება – დიპლომატიის ძალით, სანქციებით, იარაღითა და ტექნოლოგიებით. რუსეთი ამით ამაყობს, ამაყობს მოკვლის უნარით და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ერთადერთი რამ, რისი კეთებაც ამ სახელმწიფომ ნამდვილად ისწავლა,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის მხრიდან კიევზე დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმას ემსხვერპლა 4 ადამიანი და დაშავდა 20-ზე მეტი მოქალაქე.

იტვირთბა....