ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულასა” და “ტვ პირველის” წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივარი დასაშვებად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულასა” და “ტვ პირველის” წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივარი დასაშვებად ცნო.

“ქართულმა ოცნებამ” ტელეკომპანია ფორმულას “მაუწყებლობის შესახებ კანონის” დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კონკრეტული ტერმინების გამოყენების გამო უჩივლა.

ფორმულას განცხადებით, არხის წინააღმდეგ საჩივარში მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან.

საჩივარი მიმართულია შემდეგი ტერმინების აკრძალვისკენ, როგორიცაა: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ე.წ პარლამენტის თავჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”, “ქართული ოცნების რეჟიმი”, “რეჟიმის პატიმარი”, ასევე ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიება.

რაც შეეხება “ტვ პირველს”, ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით , საჩივარში აღნიშნულია, რომ არხის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები: “რეჟიმი”, “გარუსება”, “კლანის სასამართლო”, “არალეგიტიმური ხელისუფლება”, “რუსული კომისიის სხდომა” და ა.შ.

საჩივრის არსებითი განხილვა კომუნიკაციების კომისიამ 19 ივნისს, 15:00 საათზე ჩანიშნა

იტვირთბა....