ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ერთიანობის აუცილებლობას მიხვდნენ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად უნდა იყოს” – ზურაბიშვილი

პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ერთიანობის აუცილებლობას მიხვდნენ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები მიღწეული მაშინ იქნება, თუ პროტესტი გაგრძელდება და უცხოელი პარტნიორები ზეწოლას გააძლიერებენ.

საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, როგორც არის, უცვლელად და ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ არის, რომ პლატფორმის პირობებში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღნიშნავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ეს არის ის პირობები, რომლებიც წარვუდგინეთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე[…]

[…]ამიტომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს. მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....