საფრანგეთის ქალაქი ნანტი დაძმობილებულ თბილისთან ურთიერთობას წყვეტს – აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში ქართული ოცნების მიერ რეპრესიულ პოლიტიკას ასახელებს.
როგორც ცნობილია, ნანტი და თბილისი 1979 წელს დაძმობილდნენ.
გავრცელებულ პრესრელიზში, ქალაქის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული განვითარებული მოვლენების, კერძოდ “საქართველოს პოლიტიკური სიტუაციისა და ქვეყანაში გამართული არაერთი დემონსტრაციის შედეგად პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიის” გამო.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ შეიტყო თბილისის მერიაში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ, რომლებთანაც ფრანგული ქალაქი წლების მანძილზე მუშაობდა.