ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

NDI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს.

კითხვის ფორმულირება ასეთია: რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნატო – 23%; ევროკავშირი – 13%; რუსეთი – 13%; აშშ – 10%; ევრაზიული კავშირი – 1%; აზერბაიჯანი – 1%; სომხეთი – 1%; კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ –  32%-მა გასცა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% რუსეთს მიიჩნევს. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი – 47%; „ისლამური სახელმწიფო“- 8%; აშშ – 7%, თურქეთი – 5%; ნატო – 2%; სომხეთი – 1%, ევროკავშირი – 1%; ევრაზიული კავშირი – 1%; სხვა – 2%; არ ვიცი – 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.

გამოკითხვის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

იტვირთბა....