კრიმინალური ინდექსის 2016 წლის მონაცემებით, 117 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაშია.
117 ქვეყანას შორის საქართველო 112-ე ადგილზეა.
კრიმინალური ინდექსის მიხედვით, საქართველოში უსაფრთხოების ინდექსი 77.84%-ზეა, ხოლო კრიმინალის – 22.16%-ზე.
მეზობელი ქვეყნებიდან, უკრაინა 43-ე ადგილზეა, თურქეთი 71-ეზე, რუსეთი 50-ეზე, აზერბაიჯანი 87-ეზე, ხოლო სომხეთი 93-ეზე.
საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით ჰონგ კონგი, იაპონია, სინგაპური, ტაივანი და სამხრეთ კორეა უსწრებენ.
კრიმინალური ინდექსის მონაცემებით, საფრთხის ყველაზე მეტად შემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ჰონდურასი არიან.
ამავე მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 42-ე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი 62-ე, შვეიცარია 105-ეა, ხოლო საფრანგეთი კი – 59-ე.
numbeo.com

