ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე მოინახულა. როგორც კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, ორივე დაკავებული პოლიტიკოსი თავს ნორმალურად გრძნობს.
მოკითხვა #314 საკნიდან ნიკასგან და #220 საკნიდან ზურასგან!
ნორმალურად არიან, ისე, როგორც შეეფერებათ სამშობლოსთვის ბრძოლისთვის დატყვევებულ პატრიოტებს! “, – წერს გვარამია.
გვარამია რუსთავის ციხეში შესვლამდე “პირველებთან” განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან საუბარს ახალ ბრალთან დაკავშირებით აპირებდა, ხოლო ზურა ჯაფარიძეს ხვალინდელ პროცესზე, რომელიც ოპოზიციონერ ლიდერ ხვალ 11:00 საათზე აქვს.
“დღეს ნიკა უნდა ვნახო, ზურაც. იმედია მოვასწრებ. ახალ ბრალზე მინდა ნიკას დაველაპარაკო და ნიკას ხვალ პროცესი აქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ მალე გამოვლენ და რეჟიმი დამარცხდება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთები მალე შევალთ, მაგრამ არაუშავს. ახლა “ქართული ოცნება” რაც უარესს აკეთებს, მით უკეთესია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ მალე ჩამოვიშორებთ ამ ჭირს. “ქართული ოცნება” თუ არ ჩამოვიშორეთ, რაც არ უნდა ხდებოდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქვეყანა დაღუპულია.
ზურას პროცესს რაც შეეხება, ვერ მექნება ვერანაირი მოლოდინი. შევხედავ მოსამართლე რას იზამს. ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმი მუშაობს იმაზე, რომ მაქსიმალურად მოახდინოს პოლიტიკური ლიდერების იზოლაცია და ნეიტრალიზაცია ამ გზით, მაგრამ იზოლაცია არ ნიშნავს იმას, რომ ციხდიდან მუშაობა არის შეუძლებელია, არ ნიშნავს იმას, როცა ლიდერი ციხეშია, პარტია ჩამოიშლება. ნუ, ჩვენ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერები ამისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, ნიკა მელია 29 მაისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით, დააკავეს.30 მაისს, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდის მიზეზით, მას პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, 30 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობის გულისხმობს.

