უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყირიმს მესამედ დაარტყეს, ამჯერად წყალქვეშ.
„ოპერაცია რამდენიმე თვეს გაგრძელდა. უშიშროების სამსახურმა ამ უკანონო ობიექტის სვეტები დანაღმა, დღეს კი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
წყალქვეშა საყრდენი სვეტები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული – ამას ხელი შეუწყო 1100 კგ აფეთქებამ ტროტილის ეკვივალენტში. ფაქტობრივად, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია“ – წერს უკრაინის უშიშროება და აფეთქების ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

