ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრანსპორტის სფეროში პრობლემების შესასწავლად შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება

ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება. კვლევას 2016 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის მერიასთან შეთანხმებით ჩაატარებს.

კვლევას ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმო „სისტრა“ (საფრანგეთი) და „გორბი“ (საქართველო) კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით.

აღნიშნული კვლევის შედეგად შეიქმნება საინფორმაციო ბაზა მგზავრნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ. კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდება ნათლად გამოიკვეთოს პრობლემები და დაისახოს გზები ტრანსპორტის მუშაობის  გაუმჯობესების მიზნით.

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებით მოქალაქეებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში, რათა თბილისი ცხოვრების, შრომისა და დასვენებისათვის ბევრად უფრო კომფორტულ ქალაქად იქცეს.

იტვირთბა....