გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა, ციხის შეცვლის მიზეზად „ლოჯისტიკური საკითხები“ დაასახელეს – ბაჩიაშვილი, როგორც ბრალდებული, სხვა საქმეებზე სასამართლო პროცესებში მონაწილეობს.
ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და „მტკვარი ჰესის“ საქმეზე — სსკ-ის 344-ე და 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვი, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს, ხოლო მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე სასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.

