31 მაისს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება
ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, გელა გელაძე, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე.
კობახიძის განცხადებით, პოლიციის დამსახურებაა რომ დღეს „საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით“:
„დღეს ქართული პოლიცია არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია”, – თქვა მან.
„ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევებისა და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“ – განაცხადა გელა გელაძემ.

