საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიგინგზე განაცხადა, რომ სენატორ სტივ დეინს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
ზურაბიშვილის თქმით, “წინააღმდეგობის პლატფორმა” სენატორს ესაუბრა ქვეყანაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.
“დღეს მე პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, კავკასიაში არის ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე, არის აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა სწორედ აქაური არამხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე, სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც ამერიკიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი დეინსი თბილისში “ქართული ოცნების” მთავრობასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

