ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა ან უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რომლებიც სჭირდება, ან ნაკლებად ყიდულობს.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რა გავლენა იქონია თქვენს ოჯახზე ლარის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში, გამოკითხულთა 56 %-მა აღნიშნა, რომ ”ზოგადად, უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რაც სჭირდება”, 40 %-ის თქმით, ”ზოგადად, უფრო ნაკლებად ყიდულობს იმ საგნებს, რაც სჭირდება”, 4 %-მა აღნიშნა, რომ ”საერთოდ არ მოუხდენია გავლენა”, 1 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კვლავაც უმუშევრობა სახელდება.

გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 30% – სიღარიბეს, 26% – პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.

გამოკითხვის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კვლევაში მონაწილე ადამიანების 12%-მა დაასახელა.

იტვირთბა....