ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აშშ-ის ელჩმა კობახიძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა” – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. განცხადებაში ივანიშვილი განმარტავს რატომ თქვა უარი რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. გარდა ამისა, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ელჩს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა დანიგანმა უარი განაცხადა.

[..]”აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.” – წერს ივანიშვილი.

იტვირთბა....