შიდა ქართლში სუს-ის რეგიონალური ოფისის უფროსად ამირან ქრისტესიაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
აღნიშნულ თანამდებობას ოთარ ნონიკაშვილი იკავებდა.
ამირან ქრისტესიაშვილი 2019-2021 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მოადგილე იყო. ხოჯევანიშვილის გადადგომის შემდეგ, ქრისტესიაშვილი თბილისში ისანი-სამგორის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს.

