ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე წარადგინა.

გელა გელაძე აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის მოადგილე იყო.

“დღეს შს მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტია. მას აქვს შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ასევე მუშაობდა კერძო სექტორში. დღემდე ის იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება უწყების წინსვლა და განვითარება, გაძლიერდება შსს-ს სისტემა” – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა

იტვირთბა....