გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი „მტკვარი ჰესის” საქმეზე 28 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, 29 მაისამდე გადაიდო.
ბაჩიაშვილი სწორედ ამ სხდომაზე გააკეთებს განცხადებას მის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც 29 მაისს, 14:00 საათზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილი დღეს, 16 მაისს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
ბაჩიაშვილს ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა აღნიშნული ბრალდებისა, ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე აქვს წარდგენილი – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.

