ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით.
“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობა მდგომარეობს პირველ რიგში თითოეული საქართველოს მოქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ამ პასუხისმგებლობიდან ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას და არ ვმალავთ და პირდაპირ თითოეული საქართველოს მოქალაქეს ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

