ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  არამდგრადი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

დღეს დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომელიც ხვალამდე იქროლებს. ჰაერი 21 -დან 26 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მოსალოდნელია წვიმა. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსს მიაღწევს.

არამდგრადი ამინდი საქართველოში შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება.

იტვირთბა....