ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიაში 21 ქრისტიანი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ-ქარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლ ეფრემ მეორეზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, მოკლულებს შორის სამი ქალია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგულია კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ასევე მოკლულები არიან.

ქალაქი ელ-ქარიატეინი ამ დრომდე დაახლოებით 300 ქრისტიანი ცხოვრობს.

მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების თანაცხოვრება შესაძლებელია.

 

„ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლეთ. ჩვენ შეგვიძლია ისევ თანაცხოვრება, თუ მშვიდობა იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა ეფრემ მეორემ.

იტვირთბა....