ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას” – მაკრონის, მერცის და ტუსკის ერთობლივი განცხადება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, გავუგზავნოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს.

ამიტომ, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ.

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. უნდა გამოიძიონ გადამეტებული ძალადობის შესახებ ცნობები. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ხელახლა უნდა დაიწყოს ძალიან საჭირო „რეფორმების პროცესი“.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ გზასთანაა დაკავშირებული.“ – ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

იტვირთბა....