ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა

NDI-ის კვლევის  შედეგების მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.

შეკითხვაზე, თუ  რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, გამოკითხულთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო უარყოფითი კი  გამოკითხულთა 14 %-მა დააფიქსირა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია. მაშინ იგივე კითხვას დადებითი პასუხი გამოკითხულთა 60 %-მა გასცა.

„ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რუმსში“ ამ წუთებში მიმდინარეობს. გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

რაც შეეხება საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 20 % უჭერს. შეკითხვაზე, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ, დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 20 %-მა გასცა. კიდევ ერთ შეკითხვაზე,  უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 61 %-ს აქვს.

გამოკითხულთა 9% არც ერთ აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებას არ ეთანხმება, კიდევ 9%-მა „არ იცის“, 1 %-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

 

იტვირთბა....