ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამიამ “მგზავრებზე” მწვავე შეფასება უკან წაიღო

„არც ერთ ქართველს რუსულ სცენაზე ამის ნახევარი არ გაუკეთებია“, – ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პეტერბურგში ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტზე 9 აპრილის 27 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

გუშინ,  პეტერბურგში გამართულ კონცერტზე ჯგუფმა „მგზავრებმა“ 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ჯგუფის სოლისტმა გიგი დედლამაზიშვილმა სცენიდან საქართველოში 9 აპრილის თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კარგი ბიჭები ხართ და უდიდესი სიამოვნებით უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. შემდეგ ჯერზე ოკუპაციაც ახსენეთ და მთლად გადასარევი იქნება. მაღალო ღმერთებო, თქვენ შეეწიეთ საქართველოს ყველა პატრიოტს“,-წერს ნიკა გვარამია.

„მგზავრების“ მიერ პეტერბურგში დაგეგმილ კონცერტს, რომელიც 9 აპრილს გაიმართა, ქართველი მსმენელის ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოყვა. „მგზავრების“ გუშინდელი ნაბიჯი კი ქართველი მსმენელების  ნაწილმა დადებითად, ნაწილმა კი უარყოფითად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ „მგზავრებს“ კონცერტამდე მწვავე პოსტი მიუძღვნა, რომელსაც ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და ასევე მწვავე პოსტით გამოეხმაურა.

იტვირთბა....