ახალი ამბები მთავარი

თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის, გლდანის, სამგორის, ნაძალადევის, საბურთალოს, ისნის, ვაკის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00-დან 18:00-მდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის გამზირის და ცაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო, 11:00-დან 16:00 საათამდე – ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე კი, გლდანის „ა”, II მიკრორაიონის, ქერჩის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს, აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 12:00-დან 16:00 საათამდე – ბერიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ძმობის I და II ქუჩის, ინწკირველის, ურიდიას, წაღვერის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, მუშათა, კახიანის, კელაპტრიშვილის, უიარაღოს, ნოსტეს და მესხის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე კი, გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს. ხოლო 11-დან 15:00 საათამდე – ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჩახავას ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 – დან 18 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის ჩიხის, მანავის, დარსიჭალის, საექიმოს, ლერწმის და ჩკალოვის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 202, ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გალავნის, ბეთანიის, განთიადის, კვესეთის, სამხედროს, ბზიფის, ერისთავის, თეძამის, მრევლიშვილის და მუჯირიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში კი, 10:00-დან 16 საათამდე, დენი არ ექნება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

იტვირთბა....