ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „სტუდია მონიტორმა“ და „საქართველოს ამბებმა“ „ქართული ოცნების“ მიერ მირებული FARA-ს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრეს.
„საიამ, სტუდია მონიტორმა, საქართველოს ამბებმა და მათმა ხელმძღვანელმა პირებმა ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული კანონი – “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სარჩელი 15 მაისს შევიტანეთ. ამ სარჩელით ვითხოვთ როგორც კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე მათი მოქმედების შეჩერებას, რადგან ამ კანონის ამოქმედება მყისიერ საფრთხეს აყენებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც, შეიძლება, უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში”. – თქვა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, FARA-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედდება. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

