ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუჩერა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტების გაცემას წყვეტს, რადგან უნივერსიტეტი კამპუსებში გამოვლენილ „ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევებს ვერ გაუმკლავდა“.

“ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივი უუნარობის გამო, HHS-ი წყვეტს მრავალწლიანი გრანტების გაცემას… მათი სრული ვადის განმავლობაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტები და კონტრაქტები გაყინა.

იტვირთბა....