უკრაინული მედია, სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსებმა სუმის ოლქში მიკროავტობუსს დაარტყეს, დაიღუპა 9 ადამიანი და 4 დაშავდა.
„მტერმა სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებას დაარტყა. ადგილზე სამაშველო სამსახურები და ექიმები იმყოფებიან“, – განაცხადა ოლეგ გრიგოროვმა.