ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს – არ მგონია, გარღვევა გვქონდეს, ვიდრე ტრამპს და პუტინს პირდაპირი ინტერაქცია არ ექნებათ” – რუბიო

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს – არ მგონია, გარღვევა გვქონდეს, ვიდრე ტრამპს და პუტინს პირდაპირი ინტერაქცია არ ექნებათ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

“იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები უკრაინასა და რუსეთს შორის იქნება, ოთახში თურქი კოლეგების თანდასწრებით, ჩვენი გუნდიდან ვინმესთან ან შესაბამისი დონის ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად…

მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო, არა მგონია, რომ დიდი მოლოდინები გვქონდეს იმისგან, რაც ხვალ მოხდება” – განაცხადა რუბიომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარასკევს, 16 მაისს, ის სტამბოლში თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება.

იტვირთბა....