ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთის საავადმყოფოში დაჭრილი ბიზნესმენი მიიყვანეს

ცოტა ხნის წინ ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში დაჭრილი მიზნესმენი მიიყვანეს. რევაზ მახარაძეს ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, უწყებაში აცხადებენ, გამოძიების მსვლელობისას გამოკვეთა თვითდაზიანების ვერსია, რა მიმართულებითაც სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს მუშაობა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას მეზობლები თვითდაზიანების ვერსიას გამორიცხავენ. მათი განცხადებით, მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ პოლიციის მისვლის შემდეგ შეიტყვეს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ რევაზ მახარაძეზე შეიარაღებული თავდასხმა 2 წლის წინაც განხორციელდა, თუმცა საქმე მაშინ თვითდაზიანების მუხლით აღიძრა.

იტვირთბა....