ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე იქნება.

მურვანიძე აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, 13 მაისს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ჩიქოვანმა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა და თქვა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის ერთგულ წევრად.

იტვირთბა....