ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატი ბურდულის ინფორმაციით, რუსეთის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს შსს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს იარაღების ფლობის ნებართვას უუქმებს

ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული ავრცელებს წერილს, რომლის თანახმადაც, რუსეთის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მებრძოლ ქართველებს იარაღების ფლობის ნებართვას უუქმებს.
 „გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის “იარაღის შესახებ” 27-ე მუხლის “დ(5)” ნაწილის თანახმად ლიცენზია (ნებართვა) უქმდება იმ შემთხვევებში თუ: ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ვინაიდან თქვენ მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 359-3 მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი, ამავე კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გევალებათ საქართველოს კანონმდებლობით…”, – წერია მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
 უცნობია, ეხება თუ არა შსს-ის აკრძალვა პირადად რატი ბურდულს.
წყარო: “პუბლიკა”
იტვირთბა....