ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტმა პარტიების ამკრძალავი კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.

საკანონმდებლო პაკეტის მომხრე იყო 80, მოწინააღმდეგე – არცერთი.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ამასთან, პარლამენტში თავდაპირველად ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი – 14 დღეს.

განხილვის პროცესში აღნიშნული ვადა დაკორექტირდა – კანონის პროექტის საბოლოო რედაქციით, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს.

იტვირთბა....