ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა – საია

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს, თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი.
საიამ თემურ ქათამაძის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გაძევების გადაწყვეტილებაც და დამატებით მოითხოვა ამ საქმის განხილვამდე გაძევების პროცედურების შეჩერება.
სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე 30 დღის განმავლობაში განიხილავს წარდგენილ სარჩელს.
იტვირთბა....