ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე სოციალური ქსელით ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსისთვის გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება.
„სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება.
კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ ქართული ოცნება სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება“, – წერს ის.
კობახიძის ზემოაღნიშნული წერილი იხილეთ ბმულზე.

